🌷9 აპრილს ვიხსენებთ იმ ადამიანებს, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძოდნენ და რომელთა თავგნაწირვამ საფუძველი ჩაუყარა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას.
🔹 საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის ორგანიზებით, VII–X კლასებში ჩატარდა ისტორიის გაკვეთილები თემაზე:
„საქართველო 1989 წლის 9 აპრილიდან, 1991 წლის 9 აპრილამდე - სახელმწიფოებრიობის აღდგენამდე“
🔹 საგაკვეთილო პროცესის ფარგლებში ისტორიის პედაგოგებმა:
• გააცნეს მოსწავლეებს ეპოქის უმნიშვნელოვანესი მოვლენები
• უჩვენეს დოკუმენტური კადრები
• წარმართეს ისტორიული პროცესების ანალიზი და შეფასება
• იმსჯელეს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე.
🔹 სასწავლო აქტივობების ფარგლებში, IX კლასების მოსწავლეთა მონაწილეობით მოეწყო - 1989 წლის 9 აპრილისადმი მიძღვნილი პოსტერების გამოფენა.